Tuesday, December 15, 2015

სასწავლო პროექტის გეგმა

  

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ლალი გველეთიანი
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ამბროლაურის N2 საჯარო
ქალაქი
ამბროლაური
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ინფორმაციული  ქაოსი და მათემატიკური წესრიგი
თემის შინაარსი
პროექტის ფარგლებში შეისწავლება მონაცემთა ანალიზისა და სტატიტიკის საკითხები საბაზო საფეხურის მათემატიკის სტანდარტის შესაბამისად, კერძოდ, მონაცემთა შეგროვების, მოწესრიგებისა და წარმოდგენის ხერხები. ამ ხერხების შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება მოხდება უშუალოდ, კონკრეტულ თემატიკაზე მუშაობის შედეგად: მასწავლებელი მოსწავლეებთან შეთანხმებით შეარჩევს საკვლევ თემებს ამავე საფეხურის სხვადასხვა საგნობრივი სტანდარტების შესაბამისად და მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით გაანაწილებს ჯგუფებში; მაგალითად, ,,გენდერული და ასაკობრივი ბალანსი ჩემი რაიონის სახელმწიფო ორგანიზაციებში“ (საზ. მეცნ. სტანდარტი). მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილებზე შესწავლილი ხერხების გამოყენებით განსაზღვრავენ, შეაგროვებენ, დაამუშავებენ და წარმოადგენენ საჭირო ინფორმაციას. პროექტის პრეზენტაციისას უზრუნველყოფილი იქნება ტექნოლოგიების გამოყენება, კერძოდ, ისტ–ის გაკვეთილებზე ნასწავლი მასალის შესაბამისად, შესაძლებლობების ფარგლებში, საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით მოამზადებენ და აჩვენებენ ელექტრონულ პრეზენტაციას, საინფორმაციო ბუკლეტს. პროექტის დასრულებისას მოსწავლეები იმსჯელებენ, თუ რა შეიძლება დაგვეხმაროს ინფორმაციის, მონაცემთა ერთობლიობის მოწესრიგებაში, რაში მდგომარეობს ზოგადად წესრიგის, და კონკრეტულად მონაცემთა მოწესრიგებულად წარმოდგენის უპირატესობა.

საგანი
საგნობრივი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც  გეგმავთ მოდულს (ასახული სტანდარტებში, ამოცანებში, სასწავლო პროცედურებში)
დონე/კლასი  
საბაზო საფეხური (მე–6 – მე–9 კლასები);
განხორციელების დროის ჩარჩო
5 გაკვეთილი (5 დღე);
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მათ. VII.14. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო  რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იყენებს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას;
  • მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს, განსაზღვრავს რესპონდენტებს და მოიპოვებს საჭირო მონაცემებს;
მათ. VII.15. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ახდენს რაოდენობრივ მონაცემთა დალაგებას/კლასიფიკაციას, წარმოადგენს მონაცემებს სიის/პიქტოგრამის სახით, მსჯელობს დალაგების/კლასიფიკაციის პრინციპზე;
  • ქმნის მოწესრიგებულ მონაცემთა ცხრილებს და ასაბუთებს შერჩეული დიზაინის მიზანშეწონილობას;
  • აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი-და-იგივე რაოდენობრივი მონაცემებისთვის და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს თითოეული და რა უპირატესობა გააჩნია თითოეულს.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
შეიტანეთ პრიორიტეტების მიხედვით დაწყობილი ამოცანები, რომელთა შეფასებაც განსაზღვრულია თემის ფარგლებში და რომელთაც მოსწავლეებმა თემის დამთავრების შემდეგ უნდა მიაღწიონ.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
         რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ არის შესაძლებელი ვინმეს ან რაიმეს  გაცნობის ან შესწავლისას მის შესახებ ბევრი რაიმეს გაგება?

თემატური კითხვები
         რა არის ინფორმაციული ქაოსი?
         როგორ შეიძლება არეულობის მოწესრიგება?
         რა შეიძლება დაგვეხმაროს ინფორმაციის, მონაცემთა ერთობლიობის მოწესრიგებაში?
         რაში მდგომარეობს ზოგადად წესრიგის, და კონკრეტულად მონაცემთა მოწესრიგებულად წარმოდგენის უპირატესობა?

შინაარსობრივი კითხვები
         როგორ მოვიპოვოთ რაოდენობრივი მონაცემები?
         როგორ მოვაწესრიგოთ და წარმოვადგინოთ მონაცემები?
         როგორ გამოვიყენოთ ცხრილები და დიაგრამები მონაცემთა წარმოსადგენად?
         რაში მდგომარეობს სხვადასხვა დიაგრამის უპირატესობა და მიზანშეწონილობა?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლის ცოდნის, უნარ-ჩვევების, წარმოდგენების და მცდარი შეხედულებების განსაზღვრისათვის

შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლის ცოდნის, უნარ-ჩვევების, წარმოდგენების და მცდარი შეხედულებების განსაზღვრისათვის

შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეების საჭიროებების, პროგრესის მონიტორინგის, საკითხის გაგების შემოწმებისათვის. ხელი შეუწყეთ მეტაკოგნიტურ აზროვნებას, დამოუკიდებელ მუშაობას და თანამშრომლობას.
შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეების საჭიროებების, პროგრესის მონიტორინგის, საკითხის გაგების შემოწმებისათვის. ხელი შეუწყეთ მეტაკოგნიტურ აზროვნებას, დამოუკიდებელ მუშაობას და თანამშრომლობას.
შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეების მიერ საკითხის გაგებისა და უნარ-ჩვევების შემოწმებისათვის. წაახალისეთ მეტაკოგნიტური აზროვნება, განსაზღვრეთ მოსწავლეების სწავლის საჭიროებები შემდგომი ეტაპისათვის.
შეფასების ინსტრუმენტები მოსწავლეების მიერ საკითხის გაგების და უნარ-ჩვევების შემოწმებისათვის. წაახალისეთ მეტაკოგნიტური აზროვნება, განსაზღვრეთ მოსწავლეების სწავლის საჭიროებები შემდგომი ეტაპისათვის.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
აღწერეთ შეფასების ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან  მუშაობისას  იყენებთ  საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს), ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს, გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად ხორციელდება.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
        მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება,
        რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების მოწესრიგება,
        თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი,
        ტექნოლოგიების გამოყენება,
        მარტივი ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება;

სასწავლო პროცედურები
დღე–I
  1. მოსწავლეებს დავუსვამ ზოგად შეკითხვას –  რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ არის შესაძლებელი ვინმეს ან რაიმეს  გაცნობის ან შესწავლისას მის შესახებ ბევრი რაიმეს გაგება? ამ კითხვაზე მოსწავლეთა პასუხებს დავაფიქსირებ გონებრივი იერიშის მეთოდით, დაფაზე წინასწარ მომზადებულ სქემაზე:



რატომ?

როგორ?

სავარაუდოდ გამოიკვეთება პასუხები, რომელთა გაანალიზება და შეჯამება მიგვიყვანს თემატურ კითხვებამდე:
-რა არის ინფორმაციული ქაოსი?
-როგორ შეიძლება არეულობის მოწესრიგება?
-რა შეიძლება დაგვეხმაროს ინფორმაციის, მონაცემთა ერთობლიობის მოწესრიგებაში?
-რაში მდგომარეობს ზოგადად წესრიგის, და კონკრეტულად მონაცემთა მოწესრიგებულად წარმოდგენის უპირატესობა?
შევთანხმდებით, რომ პროექტზე მუშაობის განმავლობაში ძირითადად ამ შეკითხვებზე ვიქნებით ორიენტირებული;
  1. დავყოფ  მოსწავლეებს 6 ჯგუფად მარტივი ხერხით: რიგზე გადაითვალონ  1-დან 6-ის ჩათვლით და ერთი დაიმავე რიგითი ნომრის მქონეები ერთად დაჯგუფდნენ, ჯგუფებზე განაწილდება 3 დავალება(იხ.რესურსებში-1.2),თითო დავალებაზე იმუშავებს ორ-ორი ჯგუფი, ჯგუფები გაიხსენებენ და წარმოადგენენ თეორიულ ინფორმაციას ა)მონაცემთა შეგროვების, ბ)დამუშავებისა  და  გ)წარმოდგენის ხერხების შესახებ;
  2. შემდეგ იგივე ჯგუფებს დაურიგდებათ ბარათები(იხ.რესურსებში-1.3), სადაც მოცემული იქნება სხვადასხვა სახის რაოდენობრივი ინფორმაცია და მათ ეს ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ  ხელსაყრელი ფორმით(ცხრილი, წრფივი, სვეტოვანი, წრიული დიაგრამა); ამ ნამუშევრების წარმოდგენის შემდეგ ცხადი გახდება მონაცემთა წარმოდგენის რომელი ფორმის შესახებ ესაჭიროებათ დამატებითი მეცადინეობა;
  3. ბოლოს მოსწავლეებს გავაცნობ ჩემს მიერ წინასწარ მომზადებულ ჩამონათვალს - პროექტის საპრეზენტაციო თემატიკას, თემატიკა შერჩეული იქნება ამავე კლასის სხვა საგნობრივი სტანდარტების გათვალისწინებით(იხ.რესურსებში-1.4)

დღე–II
დღე–III
დღე–IV
დღე–V

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სსსმ მოსწავლისათვის წინასწარ მოვამზადებ ისგ–ს, სადაც აღწერილი იქნება მიზნების  შესაბამისი მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები კონკრეტული თემის შესაბამისად, მოსწავლეს მიეცემა პროექტის ფარგლებში შესავსები ცხრილები და დიაგრამები, ექნება თანაკლასელთან წყვილში მუშაობის შესაძლებლობა; შერჩეული იქნება ტექნოლოგიების გამოყენებისას მისთვის მორგებული როლი, მაგალითად, პრეზენტატორის დამხმარე, მისთვის შეიქმნება პირობები, რათა მაქსიმალურად გამოავლინოს და განივითაროს ცოდნა და უნარები; მისთვის მომზადებული იქნება მოდიფიცირებული შეფასების ფორმები;

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

პროექტის დაწყებამდე დავადგენ  არაქართულენოვანი მოსწავლეების ცოდნის დონეს შესასწავლი თემის ფარგლებში, მათთან ვისაუბრებ საჭირო ტერმინოლოგიით, მაგრამ გამარტივებული ენით, ნელა და მივცემ საშუალებას საკითხის შესწავლისას და გადმოცემისას გამოიყენონ მშობლიური ენაც, მათთან ერთად დავგეგმავ სასწავლო კურსს ბილინგვური მოსწავლეებისა და თემში მოხალისე ან სპეციალური პროგრამით მომუშავე დამხმარე მასწავლებლების მონაწილეობით;მოვამზადებ ადაპტირებულ მასალას, სადაც ძირითადი როლი თვალსაჩინო მასალას –ილუსტრაციებს, სქემებს, დიაგრამებს დაეკისრება; სპეციალურად მათთვის მოვახდენ შეფასების ფორმების მოდიფიცირებას, მათ საშუალება ექნებათ ძირითად ტერმინოლოგიასთან ერთად გამოიყენონ მშობლიური ენაც საკითხის გადმოცემის სრულყოფისათვის;

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მათ ექნებათ დავალების არჩევისა და დავალების შესრულებისას თავისი ცოდნისა და უნარების შემოქმედებითად გამომჟღავნების, დამოუკიდებლად სწავლის, სიღრმისეული კვლევის, ახალი ვარაუდებისა და ახალი საპროექტო საკითხების ჩამოყალიბების საშუალება, მათი შეფასებისას ხაზი გაესმება მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლას;

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 საპრეზენტაციო პროგრამა


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
მომზადებული მექნება ვიზიტების განხორციელებისას, მასალის დამუშავებისას და პროექტის პრზენტაციისათვის საჭირო საკანცელარიო, ბეჭდური თუ ტექნოლოგიური საშუალებები;.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
 საკითხის მოკვლევისა და საჭირო ინფორმაციის შეგროვების მიზნით მოსწავლები განახორციელებენ  ვიზიტებს სხვადასხვა ორგანიზაციებში, ამ ვიზიტებს წინასწარ შევათანხმებ ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, ვისარგებლებ ამ ორგანიზაციებში მომუშავეე მშობლებთან თანამშრომლობით;