სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
ლალი გველეთიანი
|
|
რაიონი
|
ამბროლაური
|
|
სკოლა
|
ამბროლაურის N2 საჯარო
|
|
ქალაქი
|
ამბროლაური
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
ინფორმაციული ქაოსი და მათემატიკური წესრიგი
|
||
თემის შინაარსი
|
||
პროექტის ფარგლებში
შეისწავლება მონაცემთა ანალიზისა და სტატიტიკის საკითხები საბაზო საფეხურის
მათემატიკის სტანდარტის შესაბამისად, კერძოდ, მონაცემთა შეგროვების,
მოწესრიგებისა და წარმოდგენის ხერხები. ამ ხერხების შესწავლა და პრაქტიკაში
გამოყენება მოხდება უშუალოდ, კონკრეტულ თემატიკაზე მუშაობის შედეგად:
მასწავლებელი მოსწავლეებთან შეთანხმებით შეარჩევს საკვლევ თემებს ამავე
საფეხურის სხვადასხვა საგნობრივი სტანდარტების შესაბამისად და მოსწავლეთა
ინტერესების მიხედვით გაანაწილებს ჯგუფებში; მაგალითად, ,,გენდერული და ასაკობრივი
ბალანსი ჩემი რაიონის სახელმწიფო ორგანიზაციებში“ (საზ. მეცნ. სტანდარტი).
მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილებზე შესწავლილი ხერხების გამოყენებით
განსაზღვრავენ, შეაგროვებენ, დაამუშავებენ და წარმოადგენენ საჭირო ინფორმაციას. პროექტის
პრეზენტაციისას უზრუნველყოფილი იქნება ტექნოლოგიების გამოყენება, კერძოდ, ისტ–ის
გაკვეთილებზე ნასწავლი მასალის შესაბამისად, შესაძლებლობების ფარგლებში,
საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით მოამზადებენ და აჩვენებენ ელექტრონულ
პრეზენტაციას, საინფორმაციო ბუკლეტს. პროექტის დასრულებისას მოსწავლეები
იმსჯელებენ, თუ რა შეიძლება
დაგვეხმაროს ინფორმაციის, მონაცემთა ერთობლიობის მოწესრიგებაში, რაში
მდგომარეობს ზოგადად წესრიგის, და კონკრეტულად მონაცემთა მოწესრიგებულად
წარმოდგენის უპირატესობა.
|
||
საგანი
|
||
საგნობრივი
ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც გეგმავთ მოდულს
(ასახული სტანდარტებში, ამოცანებში, სასწავლო პროცედურებში)
|
||
დონე/კლასი
|
||
საბაზო საფეხური
(მე–6 – მე–9 კლასები);
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
5 გაკვეთილი (5 დღე);
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
მათ. VII.14. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად
საჭირო რაოდენობრივი მონაცემების
მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
მათ.
VII.15. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობრივი მონაცემების
მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი
ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
შეიტანეთ
პრიორიტეტების მიხედვით დაწყობილი ამოცანები, რომელთა შეფასებაც განსაზღვრულია
თემის ფარგლებში და რომელთაც მოსწავლეებმა თემის დამთავრების შემდეგ უნდა
მიაღწიონ.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
–
რატომ არის მნიშვნელოვანი
და როგორ არის შესაძლებელი ვინმეს ან რაიმეს
გაცნობის ან შესწავლისას მის შესახებ ბევრი რაიმეს გაგება?
|
|
თემატური კითხვები
|
–
რა არის
ინფორმაციული ქაოსი?
–
როგორ შეიძლება
არეულობის მოწესრიგება?
–
რა შეიძლება
დაგვეხმაროს ინფორმაციის, მონაცემთა ერთობლიობის მოწესრიგებაში?
–
რაში მდგომარეობს
ზოგადად წესრიგის, და კონკრეტულად მონაცემთა მოწესრიგებულად წარმოდგენის
უპირატესობა?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
–
როგორ მოვიპოვოთ რაოდენობრივი მონაცემები?
–
როგორ მოვაწესრიგოთ და წარმოვადგინოთ მონაცემები?
–
როგორ გამოვიყენოთ ცხრილები და დიაგრამები მონაცემთა წარმოსადგენად?
–
რაში მდგომარეობს სხვადასხვა დიაგრამის უპირატესობა და მიზანშეწონილობა?
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
აღწერეთ შეფასების
ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან
მუშაობისას იყენებთ საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის,
პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და
პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის, სასწავლო ციკლის
სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს),
ინსტრუქციებს წერითი სამუშაოსთვის, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს,
გამოკითხვებსა და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი
პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ
შეფასებებს, რომელთაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების
გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად
ხორციელდება.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
–
მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან
დაკავშირებით თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება,
–
რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემების
მოწესრიგება,
–
თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა
ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი,
–
ტექნოლოგიების გამოყენება,
–
მარტივი ელექტრონული პრეზენტაციის
მომზადება;
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
დღე–I
სავარაუდოდ
გამოიკვეთება პასუხები, რომელთა გაანალიზება და შეჯამება მიგვიყვანს თემატურ
კითხვებამდე:
-რა არის ინფორმაციული ქაოსი?
-როგორ
შეიძლება არეულობის მოწესრიგება?
-რა შეიძლება დაგვეხმაროს
ინფორმაციის, მონაცემთა ერთობლიობის მოწესრიგებაში?
-რაში
მდგომარეობს ზოგადად წესრიგის, და კონკრეტულად მონაცემთა მოწესრიგებულად
წარმოდგენის უპირატესობა?
შევთანხმდებით, რომ
პროექტზე მუშაობის განმავლობაში ძირითადად ამ შეკითხვებზე ვიქნებით
ორიენტირებული;
დღე–II
დღე–III
დღე–IV
დღე–V
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
|
სპეციალური საჭიროებები
|
სსსმ მოსწავლისათვის
წინასწარ მოვამზადებ ისგ–ს, სადაც აღწერილი იქნება მიზნების შესაბამისი მოდიფიცირებული სასწავლო
ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები კონკრეტული თემის შესაბამისად, მოსწავლეს მიეცემა
პროექტის ფარგლებში შესავსები ცხრილები და დიაგრამები, ექნება თანაკლასელთან
წყვილში მუშაობის შესაძლებლობა; შერჩეული იქნება ტექნოლოგიების გამოყენებისას
მისთვის მორგებული როლი, მაგალითად, პრეზენტატორის დამხმარე, მისთვის შეიქმნება
პირობები, რათა მაქსიმალურად გამოავლინოს და განივითაროს ცოდნა და უნარები;
მისთვის მომზადებული იქნება მოდიფიცირებული შეფასების ფორმები;
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
პროექტის დაწყებამდე დავადგენ
არაქართულენოვანი მოსწავლეების ცოდნის დონეს შესასწავლი თემის ფარგლებში,
მათთან ვისაუბრებ საჭირო ტერმინოლოგიით, მაგრამ გამარტივებული ენით, ნელა და
მივცემ საშუალებას საკითხის შესწავლისას და გადმოცემისას გამოიყენონ მშობლიური
ენაც, მათთან ერთად დავგეგმავ სასწავლო კურსს ბილინგვური მოსწავლეებისა და თემში
მოხალისე ან სპეციალური პროგრამით მომუშავე დამხმარე მასწავლებლების
მონაწილეობით;მოვამზადებ ადაპტირებულ მასალას, სადაც ძირითადი როლი თვალსაჩინო
მასალას –ილუსტრაციებს, სქემებს, დიაგრამებს დაეკისრება; სპეციალურად მათთვის
მოვახდენ შეფასების ფორმების მოდიფიცირებას, მათ საშუალება ექნებათ ძირითად
ტერმინოლოგიასთან ერთად გამოიყენონ მშობლიური ენაც საკითხის გადმოცემის
სრულყოფისათვის;
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
მათ ექნებათ
დავალების არჩევისა და დავალების შესრულებისას თავისი ცოდნისა და უნარების
შემოქმედებითად გამომჟღავნების, დამოუკიდებლად სწავლის, სიღრმისეული კვლევის,
ახალი ვარაუდებისა და ახალი საპროექტო საკითხების ჩამოყალიბების საშუალება, მათი
შეფასებისას ხაზი გაესმება მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლას;
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოგრაფიის ჩანართში
|
ინვენტარი/მასალები
|
მომზადებული მექნება
ვიზიტების განხორციელებისას, მასალის დამუშავებისას და პროექტის
პრზენტაციისათვის საჭირო საკანცელარიო, ბეჭდური თუ ტექნოლოგიური საშუალებები;.
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
საკითხის მოკვლევისა და საჭირო ინფორმაციის
შეგროვების მიზნით მოსწავლები განახორციელებენ
ვიზიტებს სხვადასხვა ორგანიზაციებში, ამ ვიზიტებს წინასწარ შევათანხმებ
ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, ვისარგებლებ ამ ორგანიზაციებში მომუშავეე
მშობლებთან თანამშრომლობით;
|